გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს. სააგენტოს ცნობით, 15 მაისს ქუთაისში +27 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთში დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში უმეტესად მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი. ზუგდიდში დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
მესტიაში +18 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურშიც უმეტესად მზიან დღესა და +27 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება, იქროლებს ქარი. ახალციხეში დღისით +26 გრადუსი და მცირე ნალექია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს.
+28 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში იწვიმებს. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
გორში დღისით +29 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე იქნება ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება, იქროლებს ქარი.
გუდაურში +18 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი თელავში, სადაც დღის განმავლობაში +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი.
გურჯაანში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უმეტესად მზიანი დღე და +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში დღისით დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.