დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, სკოლების და ბაღების დახურვის რეკომენდაცია არ გაუციათ ჯერ.
“ამის საჭიროება ჯერ არ დგას და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სკოლებისა და ბაღების დახურვის რეკომენდაცია არ გაუცია ჯერ.
ასევე, მინდა, შევეხო ერთ საკითხს. მაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში ადგილი აქვს დისკრიმინაციულ საკითხებს იტალიაში ნამოგზაურებ ბავშვებსა და მათი ოჯახის წევრებთან დაკავშირებით. ეს დაუშვებელია, რომ სადმე ჩვენ გვქონდეს მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა, ვისაც აქვს სინგაპურში, კორეაში, იტალიაში ან სხვაგან მოგზაურობის ისტორია“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ამირან გამყრელიძემ.
რამდენიმე წუთის წინ მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში კორონა ვირუსის მეორე ფაქტი დაფიქსირდა.