ოზურგეთში, ბახვის საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა _ უბნის წინ მდგარ ავტომანქანაზე გაშლილი სუფრის ფოტოს გადაღებამ იქ მყოფების გაღიზიანება გამოიწვია და პირველი არხის ფოტორეპორტიორს დამცინავად მიმართეს:
_ მოდი, დამშეული იქნები და დაგაპურებთ, _ მიმართა რეპორტიორს
სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ერთ-ერთმა პირმა.
როცა მას ვკითხეთ, თუ ვინ იყო იგი, გვიპასუხა, რომ შარაშენიძის მხარდამჭერი გახლდათ.
ამის შემდეგ კონფლიქტი უფრო გამძაფრდა, რომელშიც სხვა პირებიც ჩაერივნენ და ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.