დილიდან სიმშვიდეა ოზურგეთის ცენტრში. # 6 საარჩევნო უბანზე, რომელიც ოზურგეთის კინოს შენობაშია განთავსებული, ამომრჩევლებმა დილიდან დაიწყეს მისვლა.
საუბნო- საარჩევნო კომისიის თამჯდომარემ ხათუნა ლომთაძემ ერთ-ერთი სუბიექტის წარომადგენელს მოუწოდა, თავი შეეკავებინა ვიდეოკამერით მაგიდასთან ახლოს მისვლისგან.
_ იძულებული ვარ, გითხრათ. ცოტა უკან დაიწიეთ. ძალიან ახლოს ნუ მიდიხართ მაგიდასთან, მომრჩეველს ხელს ნუ შეუშლით, – მიმართა მან ვიდეოკამერით მაგიდასთან ძალიან ახლოს მისულ ერთ-ერთ დამკვირვებელს.
_სიმშვიდეა, ისეთი არაფერი. უბრალოდ, გავაფრთხილე მაგიდასთან ვიდეოკამერით ზედმეტად ახლოს მისული ერთ-ერთი კანდიდატის წარმომადგენელი. მოქალაქეებმა მშვიდად უნდა მიიღონ საკუთარი ბიულეტენი, _ გვითხრა მან.
ოზურგეთის ცენტრში, ჯერჯერობით, ამომრჩეველთა სიმრავლე არ შეინიშნება.
_ ხალხს ჯერ სძინავს, მე ადრე მოვედი, განწყობა კარგი მაქვს. კარგი ამინდია, მშვიდი დღე. მინდა, ასე მშვიდად ჩავატაროთ დღევანდელი არჩევნები, _ გვითხრა ოზურგეთელმა პენსიონერმა გურამ ლომაძემ.