ეს ფოტო, ჩოხატაურში, დაბლაციხე-ბუკისციხის გზაზეა გადაღებული.
ორმო, რომელიც შუა გზაზე, მკვეთრი მოსახვევის ბოლოსაა, საავარიო სიტუაციას ქმნის.
ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ ის შეიცვალა, რომ საგზაო გამაფრთხილებელ ნიშნად გამოყენებულ ბარს, ხანდახან თეთრ ტილოს აფენენ.
საინტერესოა, ამჩნევენ თუ არა სიცოცხლისთვის საშიშ ამ “ხაფანგს” დაბლაციხის, ბუკისციხის, დიდივანის, სურების სოფლების ხელმძღვანელები და დეპუტატები, რომლებსაც ისევ სურთ ხალხის მხარდაჭერა.
ამგვარი ორმოები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გვხვდება _ ასფალტის ჩასაკერებლად ამოჭრეს და კარგა ხანია ამოუვსებლად მიატოვეს.