ლანჩხუთის #2 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ანა განევამ თბილისის არტ-ჰოლში ახლად გახსნილი თეატრის „სივრცის“ ხელმძღვანელობისგან შეთავაზება მიიღო და ამ თეატრის მსახიობი გახდა.
ანამ დიდ სცენაზე სპექტაკლის „ჯვარცმული ბედნიერება“ პრემიერაში ცნობილ მსახიობებთან და თავის მეგობრებთან ერთად მიიღო მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ ანას პირველი წარმატება თეატრალურ სცენაზე მშობლიურ სკოლას უკავშირდება. რამდენიმე თვის წინ ლანჩხუთის მეორე საჯარო სკოლის თეატრალური დასი დედაქალაქში გამართულ სასკოლო თეატრალურ ფესტივალზე ო ჰენრის „უკანასკნელი ფოთოლით“ წარსდგა და რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებაც მოიპოვა.
მაშინ ნომინაციაში გოგონას საუკეთესო როლის შესრულებისთვის ლანჩხუთელმა პატარა მსახიობმა, ანა განევმა გაიმარჯვა.
„ანამ კიდევ ერთხელ გადადგა საამაყო და დამაჯერებელი ნაბიჯები წარმატებისკენ. სკოლის სახელით მას დიდ წარმატებას ვუსურვებთ’‘, _ ამბობენ ანას მშობლიურ მეორე საჯარო სკოლაში.