ქაბულში აფეთქებას 35 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დანაღმული ავტომობილი, რომელშიც თვითმკვლელი ტერორისტი იჯდა, ავტობუსს შეეჯახა, რომლითაც ხელისუფლების წარმომადგენლები მგზავრობდნენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო.
როგორც ცნობილია, პოლიცია, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის, მოჰამედ მოჰაქიქას სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეა მობილიზებული.
მაუწყებლის ცნობით, ქალაქის ამ ნაწილში უმეტესად ჰაზარელები ცხოვრობენ.
როგორც ცნობილია, ჰაზარლებზე მიზანმიმართული თავდასხმა 1 წლის წინაც განხორციელდა, რასაც 80 ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ცნობით, ავღანეთში ნახევარი წლის განმავლობაში 1 600-მდე მოქალაქეა დაღუპული.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთის სტრატეგიულ ვარიანტებს განიხილავს და შესაძლოა, ავღანეთის სამხედრო ძალების დასახმარებლად უფრო მეტი ჯარი გაგზავნოს.