რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულდა.
როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რომ სიტუაცია ძალისმიერი მეთოდების გარეშე დაარეგულიროს.
“ჩვენ ორივე მხარესთან გვქონდა საუბარი. აქცია დასრულებულია, პირველ რიგში პარლამენტის მიმდებარე აქციიდან ადამიანები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას.
პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ძალისმიერი მეთოდების გარეშე, მშვიდ ვითარებაში დაარეგულიროს სიტუაცია და ესეც არის და შესაბამისად მშვიდობით დასრულდება ყველაფერი დამერწმუნეთ,” – განაცხადა ვაჟა სირაძემ.