ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ COVID-19 ჩინურ ლაბორატორიაში წარმოიშვა, _ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„ახალი კორონავირუსის წარმოშობისა და გადაცემის გზებზე ჩინეთის პოზიცია მკაფიოა. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს სამეცნიერო საკითხია, რომელიც მეცნიერებმა და სამედიცინო ექსპერტებმა უნდა შეისწავლონ“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოა ლიჯინმა.
„ინფექციური დაავადება კაცობრიობის გავრცელებული მტერია და საერთაშორისო საზოგადოებას მისი დამარცხება რაციონალური პასუხით შეუძლია. ჩინეთი განაგრძობს სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობას“, – განაცხადა ლიჯინმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმეწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ კორონავირუსის პანდემიის წარმოშობის საკითხში ჩინეთისგან გამჭვირვალობა მოითხოვა.
„ჩვენ ვიცით, რომ ვირუსი უხანში გაჩნდა. ვიცით, რომ ბაზრობიდან რამდენიმე კილომეტრში უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი მდებარეობს. კიდევ ბევრის გაგება მოგვიწევს და აშშ-ის ხელისუფლება ბეჯითად მუშაობს იმაზე, რომ ეს გავიგოთ. საჭიროა, რომ ჩინეთმა ინფორმაცია გაამჟღავნოს“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.