საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ალექსანდრე ქანთარიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებას არ დაუშვებს.
ქვეყანას სირცხვილს არ ვაჭმევთ და მტერს არ გავაცინებთ, _ აღნიშნა ქანთარიამ.
„დარწმუნებული ვარ, ყველა წყენა გადაიდება და არ დაუშვებთ რუსული მენტალიტეტის, ჩინოვნიკის, მატრიოშკას გაპრეზიდენტებას, რომლის შიგნით ზის სააკაშვილი, იმის შიგნით ზის მერაბიშვილი. სხვა მატრიოშკები გაქცეულნი არიან, ზოგი კი ამჟამად პატიმარია.
არავის ეშინია ვინმეს ჩამოსვლის და გამოსვლის. ის წარმატებები, რაც იყო ერთი ხელის მოსმით წაიშლება და ის პრობლემები, რაც დაგროვდა გაათმაგდება.
მთელი ჩემი გვარდიის სრული მობილიზების შედეგად, ქვეყანას სირცხვილს არ ვაჭმევთ და მტერს არ გავაცინებთ“, _ განაცხადა ქანთარიამ.
ცესკო-ს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა _ 38,64 %, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ _ 37, 74% მოიპოვა.