“დარჩი სახლში, გადაარჩინე სიცოცხლე!” – ამ გზავნილის გარშემო ახალი თაობის ქართველი ექიმები გაერთიანდნენ. ვიდეომიმართვა, რომელშიც საქართველოში და უცხოეთში მომუშავე 17 ექიმი მონაწილეობს, საზოგადოებას COVID-19-ის პრევენციის მიზნით, სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. იდეის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველო უკვე კრიზისულ ფაზაში შედის და ვირუსის გავრცელების ამ ეტაპზე, თითოეული მოქალაქის გადაწყვეტილება კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც საკუთარი, ასევე სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად.
Developed By Web Features 2025 © All rights reserved