ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის მეცხრე კლასელი გოგონა, რომელიც გუშინ გაუჩინარდა, გვიან ღამით ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვიშხეთში იპოვეს. როგორც ამბობენ, გოგონამ სახლიდან წასვლამდე წერილი დატოვა და წერდა, რომ არ მოეძებნათ.
„კარგი ბავშვია, არ ვიცით, რა მოხდა და რატომ გადაწყვიტა სახლიდან წასვლა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. ქუჩაში ნახეს, სიცივისგან აკანკალებული, არანაირი დაზიანებები არ აქვს. უთქვამს, ეკლესიაში მივდივარ დედაოებთანო“, _ გვითხრეს პირველ სკოლაში.