მამა თეოდორე გაგნიძე პანდემიასთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას ავრცელებს.
როგორც სასულიერო პირი ამბობს, რომ რომ სიტუაცია პანდემიასთან დაკავშირებით კიდევ უფრო დამძიმდა და როგორც, პროფესიონალები წინასწარმეტყველებენ შეიძლება, სიტუაცია უკონტროლოც კი გახდეს.
„ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, გველის სიბრძნე უნდა გამოვიჩინოთ მტრედის უმანკოებასთან ერთად, ვიზრუნოთ არა მხოლოდ საკუთარ თავზე – ჩვენ ვეზიარებით და რა გვენაღვლება სხვა, არამედ ყველა იმ ადამიანზე, რომელიც ხვალ ჩვენი დედა ეკლესიის შვილი უნდა გახდეს. ჩვენს სამშობლოს სხვანაირად ერთობა და გადარჩენა არ უწერია. ეს არის ჩვენი გზა, ეს არის ჩვენი ხვედრი, ისტორიული გზა“.