„არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ, როდესაც ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა ერთხმად აცხადებს, რომ საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ალიანსის წევრი ქვეყანა“,_ აღნიშნული განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობების შესახებ.
„სამოქმედო გეგმის მოდალობები, რომელიც გაწერილია ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაში, სრულდება წარმატებით და მაღალი ეფექტურობით. 2019 წელი იყო უპრეცედენტო საქართველო- ნატოს ურთიერთობებში. 2019 ში საქართველოში იმყოფებოდა ნატოს სამხედრო კომიტეტი და ნატო-საქართველოს კომისია. ჩვენ ვუმასპინძლეთ ნატოს გენერალურ მდივანს და საზღვაო სარდალს. წელსაც დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალში მივიღებ მონაწილეობას. ყველა ფორმატი მაქსიმალურად გვაქვს გამოყენებული. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა მხოლოდ მათგან ხომ არ მოდის. ეს არის ჩვენი მუშაობის შედეგი“, – განაცხადა ზალკალიანმა.