საუდის არაბეთის სამეფომ არ იცის სად არის მოკლული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის ცხედარი. ამის შესახებ FRANCE 24-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
მან ასევე ჟურნალისტის მკვლელობას უზარმაზარი შეცდომა უწოდა.
ცნობისთვის, ჟურნალისტი 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საელჩოში მივიდა, საიდანაც გაუჩინარდა.
თურქეთმა, საელჩოში ჟურნალისტის მოკვლისა და მისი ცხედრის გადამალვის შესახებ დაიწყო საუბარი, თუმცა, საუდის არაბეთმა ჟურნალისტის დაღუპვა რამდენიმე დღიანი დუმილის შემდეგ დაადასტურა.
მათი ინფორმაციით, ხაშოგი საკონსულოში ჩხუბის დროს დაიღუპა.
ამავე თემაზე:
გაუჩინარებული ჟურნალისტის საქმე _ პოლიცია ცხედარს ტყეში ეძებს
ვისთან აქვთ კავშირი ჟურნალისტ ხაშოგის გაუჩინარებაში ეჭვმიტანილებს
სტამბოლში ჟურნალისტი გაუჩინარდა _ ქვეყნები სანდო გამოძიებას ითხოვენ