1 დეკემბერს, საქართველოს მთავარი პროკურატურის საკონფერენციო დარბაზში ოჯახში ძალადობის თემაზე შექმნილი ვიდეო რგოლების კონკურსის ფინალი გაიმართა.
ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 19 საჯარო სკოლა მონაწილეობდა, სულ წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ გადაღებული 20 ვიდეო რგოლი.
კონკურსში პირველი ადგილი რუსთავის N28 საჯარო სკოლამ დაიკავა; მეორე ადგილზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლა გავიდა; ხოლო მესამე ადგილი ხობის N1 საჯარო და ბათუმის N2 საჯარო სკოლებმა გაინაწილეს.
გამარჯვებულებს საქართველოს პროკურატურის სახელით ფასიანი საჩუქრები და სპეციალური ჯილდო გადაეცათ.