არა პოლიტიკურ ლოქდაუნს – ამ სახელწოდებით პეტიცია კანცელარიაში 5 არასამთავრობო ორგანიზაციის _”ახალგაზრდა თაობის”, “ახალი ძალა საქართველოსთვს”, მონიტორინგის ცენტრის”, ამერიკის მხარდამჭერა ლიგის”, ევროპული მომავლისთვის” წარმომადგენლებმა რამდენიმე წუთის წინ შეიტანეს. მათი თქმით, ქვეყნის მასშტაბით არსებული შეზღუდვები უმოქმედო და არაფრისმომცემია და აუცილებელია მათი გადახედვა.
“ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის არა პოლიტიკურ ლოქდაუნს… ეს ვითომ პირველი მარტია, მერე გადავა პირველ აპრილამდე და ა.შ… მოლოდინი გვაქვს, რომ პასუხი არ გვექნება გახარიასგან და ამ ხელისუფლებისგან, რადგან ისინი საზოგადოებას პასუხს არასდროს არ სცემენ”, – ამბობენ პეტიციის ავტორები.