ჟურნალმა “Star Magazine” გამოაქვეყნა ყველაზე არასასურველი ჰოლივუდელი ვარსკვლავების რეიტინგი.
პირველი ადგილი ერგო გვინეტ პელტროუს. გამომცემლობის თქმით, პუბლიკას სულაც არ მოსწონს ის, რომ პელტროუ ცდილობს, პოპულარობა მოიხვეჭოს ჯანმრთელი კვების პროპაგანდის გზით.
პელტროუს წიგნს სახელწოდებით “It’s All Good” არაოფიციალურად უწოდეს _ “როგორ სწორად ამოხადო სული შიმშილით ოჯახს”. მათ დაითვალეს, რომ გვინეტის რეკომენდაციით, ოჯახის ყოველდღიური მენიუ, დაახლოებით, 300 დოლარი დაუჯდებათ.
მეორე ადგილზეა კრისტიან სტიუარტი. თაყვანისმცემლები დღემდე არ პატიობენ მას ინტრიგებს, ცოლიან რეჟისორთან რუპერტ სანდერსთან.
მესამე ადგილზეა ჯენიფერ ლოპესი. ის, ჟურნალის მტკიცებით, არ უყვართ გადამეტებული ნარცისიზმის გამო.