დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე და ქობულეთის საკრებულოს თავჯდომრის მოადგილე ნათია თხილაიშვილი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ ქარხანაში არასტანდარტული მანდარინის მიღების პროცესს დაესწრნენ.
შპს ,,Georgian Industrial Asset Management Groap’’-ი, შეუზღუდავი რაოდენობით ღებულობს არასტანდარტულ მანდარინს. საწარმოს მიერ წარმოებული იქნება ციტრუსის კონცენტრატი საიდანაც დამზადდება წვენი, რომელიც ექსპორტირებული იქნება აზიისა და ევროპის ქვეყნებში.
„მუნიციპალიტეტში წელს 45 ტონაზე მეტ მოსავალს ველოდებით. მიმდინარე წელს სრული დატვირთვით ციტრუსის 14 შემფუთავ-დამხარისხებელი და 2 გადამამუშავებელი საწარმო იმუშავებს,“ – განაცხადა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა.
აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდიას გასცემს. შესაბამისად სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 0.20 ლარი იქნება.