“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუჭავამ ახალგაზრდებთან, რომლებიც წელს პირველად აკეთებენ თავიანთ არჩევანს, „ივლიტას ბიბლიოთეკაში“ შეხვედრა გამართა.
▫️შეხვედრის თემა იყო „არჩევნები და არჩევანი“.
ირაკლი კუჭავამ ახალგაზრდებს ესაუბრა საარჩევნო სისტემაზე, ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობაზე, სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და არჩევანის თავისუფლებაზე.
შეხვედრის ბოლოს მერობის კანდიდატმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა.