თვითმმარველობის არჩევნები უკვე დაიწყო _ საარჩევნო უბნები უკვე გახსნილია.
დღეს, საქართველოს მოქალაქეებმა 64 საკრებულოს 2058 წევრი და 64 მერი უნდა აირჩიონ.
საკრებულოს წევრობის კანდიდატისგან განსხვავებით, მერის პოსტის მსურველმა, პოსტის დასაკავებლად 50 პროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს _ თუ მერობის ვერცერთი კანდიდატი, ხმების საჭირო რაოდენობას ვერ მოაგროვებს მეორე ტური ჩაინიშება და გამარჯვებული ის კანდიდატი გახდება, რომელიც კონკურენტზე მეტ ხმას მიიღებს.
ქალაქის და მუნიციპალიტეტის მერი, ასევე საკრებულოები 4 წლის ვადით ირჩევა.