https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

არჩევნები კოვიდის ჟამიანობისას

19:31; 13.09.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ადგილობრივი თვითმმართველობის ორი ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ისტორიაში უკვე მეორე არჩევნები იქნება, რომელიც მსოფლიო პანდემიის მძვინვარების ფონზე ჩატარდება. მიუხედავად იმისა, რომ გასული – საპარლამენტო არჩევნების შედეგები ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა სადავოდ მიიჩნიეს, საყვედურები არ გაჟღერებულა საარჩევნო პროცედურების უსაფრთხოების თვალსაზრისით; მაშინდელმა საარჩევნო ადმინისტრაციამ, მრავალი სიძნელის მიუხედავად, მოახერხა, რომ არჩევნებმა უსაფრთხოდ და ტექნიკურად მაღალ დონეზე ჩაეტარებინა. თუმცა, ამ დადებითი მხარის სათანადოდ შეფასება და დაფასება ოპოზიციასაც “დაავიწყდა“ და მმართველ პარტიასაც.

მსოფლიოს უკვე დაუგროვდა პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების გამოცდილება; მაგალითად, 2021 წელს საფრანგეთში ჩატარდა მუნიციპალური არჩევნები. მუნიციპალიტეტებმა გამოაცხადეს სხვადასხვა ღონისძიება ამომრჩეველთა ინფექციისგან დაცვის მიზნით, მათ შორის, საარჩევნო კაბინების რეგულარული დეზინფექცია, რიგში მყოფებს შორის უსაფრთხო დისტანციის უზრუნველყოფა და შესვლისა და გასვლისას ხელების სანიტარიზაციის უზრუნველყოფა (წყარო: www.france24.com).

ჩვენ შევეცადეთ დეტალურად გაგვერკვია, თუ რა სიახლეები იგეგმება წლეულს, ორ ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც საქართველოში უნდა ჩატარდეს და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შემადგენლობა უნდა აირჩიოს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი დეტალურად გვიყვება, თუ რა პროცესი უძღოდა წინ უსაფრთხოებისთვის საჭიროდ მიჩნეული ზომების კონკრეტულ სამართლებრივ აქტებში გაწერას.

 “ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კომისიის სხდომაზე იმსჯელა არაერთი დადგენილების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესახებ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ერთი მხრივ პრენვეციული ქმედებების გახორციელება, რათა წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს არ მოხდეს კორონავირუსის გავრცელება, და მეორე მხრივ, უზრუნველვყოთ სამართლებრივი ბაზის შექმნა, რომელიც განსაზღვრავს და დაადგენს იმ სანიტარიულ–ჰიგიენურ მოთხოვებს კენჭისყრის დღისთვის, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ამომრჩევლებს, არჩევნების დღეს მონაწილეობა მიიღონ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში.

ზოგადად, უსაფრთხოება და განსაკუთრებით _ ჯანმრთელობის თვალსაზრისით,  საარჩევნო ადმინისტრაციისთვის წარმოადგენს ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს იმისთვის, რომ ამომრჩეველს ჩვენ შევთავაზოთ უსაფრთხო საარჩევნო გარემო. ამ მიზნით, რამდენიმე დღის წინ შევხვდი ჯანდაცვის მინისტრს და განვიხილეთ აღნიშნული საკითხები. ამის შემდგომ, ჯანდაცვის სამინისტრომ, ასევე მის დაქვემდებარებაში მყოფმა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოგვაწოდეს რეკომენდაციები, რომლის საფუძველზეც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო შესაბამისი სამართლებრივი აქტი. მინდა გითხრათ, რომ მნიშვნელოვანი საკითხები მოწესრიგდა და დარეგულირდა, რომელიც შეეხება საარჩევნო კომისიების კუთვნილ ან საარჩევნო კომისიებისთვის გადაცემულ შენობებში შესვლის ან გამოსვლის, შენობებში ყოფნის, გადაადგილების სანიტარულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს.

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების პრევენციის მიზნით, კენჭისყრის დღისთვის გავსაზღვრეთ ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიება, რომელიც, მაგალითად, ეხება, თუ როგორ უნდა მოხდეს კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში შესვლა, გადაადგილება; თუ როგორი უნდა იყოს უბანში ყოფნის უფლების მქონე პირთა გარკვეული ქცევის წესები ამ თვალსაზრისით _ თერმო სქრინინგის, პირბადის  გამოყენების აუცილებლობა და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ კომისიის წევრები შესაბამისად უნდა იყვნენ აღჭურვილნი.

ამასთანავე, როგორც იცით, არჩევნების დღეს იქნებიან ისეთი ამომრჩევლები, რომლებიც, სამწუხაროდ, კარანტინში ან თვითიზოლაციაში აღმოჩნდებიან; შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ კატეგორიის ადამიანებს მაქსიმალურად მივცეთ შესაძლებლობა სრულფასოვნად და კომფორტულად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ანალოგიურად, ეს შეეხება სტაციონალურ–სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებულ პირებს, რომლებიც მკურნალობენ. შესაბამისად, ჩვენ განვსაზღვრეთ რიგი საარჩევნო ღონისძიებები, მათ შორის, იმ სპეციალური ჯგუფების დაკომპლექტების წესი, რომლებიც უნდა მოემსახურონ სამკურნალო დაწესებულებებში, იზოლაციაში და კარანტინში მყოფ ამომრჩევლებს. ფაქტობრივად, აღნიშნული წესი დაახლოებით იდენტურია, რაც ჩვენ საპარლამენტო არჩევნების დროს მივიღეთ, თუმცა, წინა წელთან შედარებით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებიდან მივიღეთ და გავითვალისწინეთ დღეს არსებული პანდემიის პერიოდის რეკომენდაციები“, _ ამბობს ცესკოს თავმჯდომარე.

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ცესკომ დაადგინა კონკრეტული წესები და განსაზღვრა ღონისძიებები, იმ პირებისთვის, რომლებიც არჩევნების დროისთვის მოთავსებული იქნებიან სპეციალური პენტიციალური სამსახურის დაწესებულებებში:

“განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ყველა იმ პირის მომსახურებას, რომელსაც საარჩევნო უფლება აქვს და იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს კი გულისხმობს იმას, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, უნდა მოხდეს ამ სპეციალური ჯგუფების თუ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების, ასე რომ ვთქვათ, იზოლაციაში ყოფნა და შემდეგ მოხდეს PCR ტესტით შემოწმება; მხოლოდ ამის შემდეგ შევლენ ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს გადაწყვეტილება სწორედ პენიტენციური სისტემის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდგომ მივიღეთ“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, ცესკო ახორციელებს საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების ტესტირებებს; მიმდინარე ტრენინგებზე, რომელიც საუბნო საარჩევნო ომისიის წევრებისთვის ტარდება, არავინ დაიშვება ტუ ტესტირება არ ექნება ჩატარებული. ტესტირებებს სპეციალური ჯგუფები ატარებენ და მისი მიზანი პანდემიისას დადგენილი ყველა რეკომნდაციის და რეგულაციის ზედმიწევნით დაცვაა.

“ეს არის ერთ–ერთი გზა და ბერკეტი, რომ ჩვენ ვმართოთ პანდემია და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებს იმისთვის, რომ 2 ოქტომბერს ყველა წესის დაცვით მომზადებული დავხვდეთ ამომრჩევლებს; ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში გააკეთოს თავისი არჩევანი“, _ ამბობს გიორგი კალანდარიშვილი.

ჩვენ ცესკოს თავმჯდომარეს ვკითხეთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მიღებული გამოცდილების შესახებაც, როცა რამდენიმე უბანზე გურიაში, სწორედ კოვიდვირუსის გამო, კომისიის წევრის ჩანაცვლება გახდა საჭირო; ასევე, რა ხდება მაშინ, თუ სწორედ კენჭისყრის დღეს დაუდასტურდა კომისიის წევრს კოვიდ ვირუსი.

“ზოგადად, კანონი ითვალისწინებს გარკვეულ ვადებს, თუ რა ვადაში არ უნდა მოხდეს საუბნო საარჩევნო უბნებში კომისიის წევრების ჩანაცვლება. ვგულისხმობ პარტიის კვოტით დანიშნულ  წევრებს; თუმცა, მიუხედავად ამისა, კომისიის წევრები საკუთარი განცხადების საფუძველზე ახორციელებენ უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას და გასულ არჩევნებზეც გვქონდა როტაციები. ეს ჩანაცვლებები განპირობეული იყო სწორედ კორონავირუსით. პანდემიის პერიოდში ეს რისკი ახლაც არსებობს. ამ რისკის დამზღვევი ერთ-ერთი ირიბი საშუალება, შეიძლება ისიც იყოს, რომ წლევანდელ არჩევნებში გვაქვს წევრთა გაზრდილი რაოდენობა _ თუ აქამდე 12 წევრი იყო, ახლა იქნება 17 წევრი. თუ მოხდება მსგავსი ფაქტები, რასაც თქვენ მეუბნებით, 17–კაციანი კომისია “აიტანს“. მთავარია, წევრებს ჰქონდეთ შესაბამისი კომპეტენცია, რის დახვეწასაც ჩვენ მიერ ორგანიზებული ტრენინგებით ვუწყობთ ხელს. ჩვენი მთავარი ამოსავალი არის, რომ ყველამ ერთად მოვემსახუროთ ამომრჩეველს. რა თქმა უნდა, რისკები არსებობს, რა თქმა უნდა, პანდემია არსად წასულა, მაგრამ ცესკოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები წინ გადადგმული ნაბიჯია, რათა დღეს დავიწყოთ მუშაობა სამართლებრივ ჭრილში, შემდეგ კი მიღებული  დებულებები და რეგულაციები აღვასრულოთ“, _ ამბობს ცესკოს თავმჯდომარე.

პანდემიის პირობებში ჩასატარებელი წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების დღესთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების“ წევრის გიორგი ღურჯუმელიძის მოსაზრება ასეთია:

“პირველ რიგში, ვისურვებდი, რომ პოლიტიკური პარტიები იზიარებდნენ იმ სამართლიანი თამაშის წესებს, რომელსაც ცესკო ფართომასშტაბიანი კონსენსუსის შედეგად, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილების გაზიარების პირობებში ადგენს. მეორე მხრივ, აუცილებელია, ყველამ დაიცვას ამ მიმართულებით არსებული, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა.

სამწუხაროდ, ზოგიერთი პარტია (ნაციონალური მოძრაობა და მისი პარტნიორები), მიზანმიმართულად არ ატარებს საარჩევნო კამპანიას; მთლიანად ნეგატივზე, პროცესის დისკრედიტაციაზე არიან ორიენტირებული, რომ მარცხის შემდეგ ისაუბრონ, თითქოს, თანაბარ პირობებში ვერ აწარმოეს კამპანია, და ამას ხელისუფლება მიზანმიმართულად აკეთებდა. ზოგიერთი ძალა (გახარიას პარტია), მიზანმიმართულად ტყუილზე აფუძნებს საკუთარ კამპანიას; ატყუებენ საკუთარ  მხარდამჭერებს, როდესაც ძალიან დიდ ანაზღაურებას ჰპირდებიან და მოწინააღმდეგეებს, როდესაც საკუთარი თავის აქტუალიზებისთვის “ქართული ოცნების“ სახელს იყენებენ. ასეთი ტიპის კამპანიები პირველ რიგში, ჩრდილს აყენებს დემოკრატიულ პროცესს, იმ დიდ წინსვლას, რომელსაც საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის მიმართულებით მივაღწიეთ.

რაც შეეხება არჩევნების დღეს; კორონავირუსის პირობებში, აუცილებელია ყველამ დავიცვათ უბნებზე არსებული წესები; მეორე მხრივ, პარტიები არ უნდა წავიდნენ მიზანმიმართულ პროვოკაციებზე, სახელმწიფოს არ უნდა შეუშალონ ხელი პროცესის ორგანიზებაში, იმაში, რომ არჩევნებმა მშვიდ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩაიაროს. ვისურვებდი, რომ პარტიებმა აღიარონ დემოკრატიული არჩევნების პირობებში დამდგარი შედეგები, დამატებითი პროვოკაციებისგან და ქვეყნის რყევის მორიგი მცდელობისგან თავი შეიკავონ“.

კახა ასკურავა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე:

_ 2020 წლის არჩევნებზე არ გვქონია ჩვენ ფაქტი, რომ ვინმეს კოროონავირუსი დამართოდა. უამრავი შეხვედრები ჩავატარეთ. ჩვეულებრივად ვიცავთ იმ წესებს, რომელიც ყველასთვის არის ცნობილი. ოფისში გვაქვს ხსნარები, პირბადეები, ვიცავთ დისტანციას. რაც შეეხება საჯარო შეხვედრებს, რომელსაც ღია ცის ქვეშ ვატარებდით, ვიცავდით დისტანციას. ვისაც არ ჰქონდა პირბადე, მათ ჩვენ ვჩუქნიდით, რათა არ მომხდარიყო მათი დაინფიცირება. ასევე, წინასწარ გვქონდა ინფორმაცია, რომელ უბნებში იყო კორონავირუსი გავრცელებული და რომელში _ არა. სადაც ფიქსირდებოდა ეს ვირუსი, არ დავდიოდით. მაქსიმალურად ვფრთხილობდით ჩვენც და მოსახლეობაც.

_ რამდენადაა შესაძლებელი, თქვენს საარჩევნო კამპანიაში რამდენიმე წუთი დაუთმოთ ვაქცინებზე საუბარს და ვაქცინაციის პროპაგანდას?

_ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ვილაპარაკოთ ყველა საჯარო შეხვედრაზე ვაქცინის აუცილებლობაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენს გარშემო არიან ანტივაქსერები და ვაქცინებზე საუბარი არის მთავარი დღევანდელ დღეს. სწორი ინფორმაციის მიწოდება ყველას მოვალეობაა და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ.

_ როგორ წარმოგიდგენიათ არჩევნების დღე პანდემიის პირობებში?

_ წელს 17 კომისიის წევრია _ უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობა. 17 კომისიის წევრიდან ვინმემ ბუზები რომ არ ითვალოს მთელი დღის განმავლობაში, გარეთ უნდა მოხდეს გადანაწილებით მათი გამოშვება და მათ უნდა მოახდინონ კონტროლი ანუ ნაკადების მოსვლა უნდა დაარეგულირონ. ამისთვის არსებობს იმ დღეს ადამიანი, მაგრამ ეს არ არის იმ მასშტაბით, რომ ამომრჩევლის კონტროლი მთლიანდ მოახდინოს. რაში უნდა დაეხმაროს ეს პროცესს? ჩემი მოსაზრებით, საარჩევნო უბნის წინ არ მოხდეს ამომრჩევლების შეჯგუფება. ასევე, მოხდეს სრული დაკვირვება პირბადის გარეშე არ მოხდეს ვინმეს შესვლა უბანაზე. ამისთვის აუცილებელია კომისიამ შეიძინოს არჩევნების დღისათვის პირბადეები. ამომრჩეველს, რომელსაც პირბადე არ ექნება, იქვე უნდა მოხდეს მიწოდება.

თუ ასეთ ფაქტს ექნება ადგილი, რომ კომისიის წევრი დილით მოვიდა და სიცხე დაუფიქსირდა, კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია ის ჩაანაცვლოს პრობლემის გარეშე, რადგან წელს, როგორც უკვე ვთქვი, კომისიის 17 წევრია. ამდენი წევრი არ არის საარჩევნო პროცედურისთვის უბანზე საჭირო, ანუ რამდენიმე ადამიანი რჩება ფუნქციის გარეშე.

“გურია ნიუსი“  დაინტერესდა მესამე სექტორის პოზიციით. კონკრეტულად, დავინტერესდით, თუ როგორ ჩატარდა 2020 წლის არჩევნები პანდემიის პირობებში, როგორი იყო საკანონმდებლო ბაზა (ცესკოს გადაწყვეტილებები, განკარგულებები და ასე შემდეგ) და ახლა რა უნდა მოიმოქმედოს საარჩევნო ადმინისტრაციამ იმისთვის, რომ ამომრჩეველს უსაფრთხო გარემო შეუქმნას არჩევნების დღეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის თამაზ ტრაპაიძის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ცეესკომ მიიღო კოვიდ-19 პირობებში მისი უსაფრთხოდ ჩატარებისთვის დამატებითი წესები. მაგალითად, როგორ უნდა გაკეთებულიყო დეზო ბარიერი საარჩევნო უბნის შენობის შესასვლელთან, ასევე, სად უნდა განთავსებულიყო ხელის სადეზინფექციო სითხე და ასე შემდეგ.

_  ასევე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ამომრჩევლების მიერ, გამოიყენებოდა ერთჯერადი კალმისტრები, და ამდენად, სხვა ამომრჩეველს არ უწევდა იგივე კალმისტართან შეხება. ამ რეგულაციებმა სავარაუდოდ იმოქმედა, რადგან, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ინფიცირების დიდი ოდენობით ზრდა 2020 წლის არჩევნების შემდგომ არ დაფიქსირებულა.

წინა არჩევნებზე დაწესებული რეგულაციები იმ დროისათვის არსებულ მდგომარეობას და ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ესადაგებოდა. წელს, ამ კუთხით, ვითარება უფრო  მეტად მძიმეა და აქედან გამომდინარე, მეტი რეგულაცია და მათი შესაბამისი კონტროლია საჭირო.

2020 წელს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა იყო შემაჯამებელი ოქმების შედგენა. ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში საუბნო კომისიებიდან წლებია ასეთი დიდი რაოდენობის დაუბალანსებელი შემაჯამებელი ოქმები არ შემოსულა. ძალიან ბევრი დისბალანსი იყო მეტობებით და ნაკლებობებით. ეს ყველაფერი განპირობა ცესკო-ს მიერ წინასწარ მიღებულმა დადგენილებებმა, რომელთა შესაბამისად, ბალანსის არარსებობა დარღვევას არ წარმოადგენდა და დღემდე არ წარმოადგენს. შესაბამისად, დისბალანსი და უზუსტობა, კანონის მიხედვით, პრობლემას არ წარმოადგენს. ამ შედეგს ვერ დავაბრალებთ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არაპროფესიონალიზმს, რადგან თითქმის იმავე ადამიანებმა ჩაატარეს წინა არჩევნები და მინიმალური იყო ასეთი დაუბალანსებელი შემაჯმაბელი ოქმები. სწორედ ეს არის შეშფოთების საგანი.

_ რა უნდა გააკეთოს ცესკომ, რომ უფრო მეტად უსაფრთხოდ ჩაიაროს არჩევნების დღემ?

_ წელს, ჩემი აზრით, პრობლემა გაზრდილი იქნება, რადგან საუბნო საარჩევნო კომისიის რაოდენობა გაზრდილია შარშადელთან შედარებით. როგორც ექსპერტები ამბობენ, რაც უფრო მეტია შენობაში ადამიანების რიცხვი, უფრო მეტია დაინფიცირების რისკი. კარგი იქნება, თუ ამომრჩევლებს საარჩევნო უბანში შესვლისას დაურიგდებათ პირბადეები.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ კენჭისყრის დღეს შენობაში მყოფ უფლებამოსილ პირთა რაოდენობას. სასურველია, ყველა უბანი იყოს მაქსიმალურად დიდი სივრცის მქონე, რომ კონტაქტი ადამიანებს ორი მეტრის დაშორებით ჰქონდეთ.

_  2020 წლის არჩევნებზე, ინფიცირების ან იზოლაციის გამო, კომისიებს წევრები გამოაკლდათ… ამ დროს როგორ ხდება?

_ 1. ცხელების დაფიქსირების გამო, თუ კენჭისყრის შენობაში არ იქნა დაშვებული ან კენჭისყრის შენობა დატოვა უფლებამოსილი პარტიის მიერ დანიშნულმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა, საქართველოს ორგანული კანონით („საქართველოს საარჩევნო კოდექსი”), პარტიას აქვს უფლება, მის ნაცვლად დაუყონებლივ დანიშნოს საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრი. 2. ცხელების დაფიქსირების გამო, თუ კენჭისყრის შენობაში არ იქნა დაშვებული ან კენჭისყრის შენობა დატოვა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელმა, მის წარმდგენ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს დაუყონებლივ დანიშნოს სხვა წარმომადგენელი.

ჩვენ შევეცადეთ მოგვეპოვებინა სტატისტიკური მონაცემები, თუ საარჩევნო კომისიების რამდენი წევრი აღმოჩნდა იზოლაციაში ან ინფიცირებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას, თუმცა, მსგავსი სტატისტიკა ვერსად ვიპოვეთ. ანალოგიურ სტატისტიკას არ ფლობენ არც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშ და არც საოლქო კომისიებში. ეს მონაცემები საშუალებას მოგვცემდა 2021 წლის არჩევნების დროს დაფიქსირებული მსგავსი შემთხვევები 2020 წლის მონაცემებისთვის შეგვედარებინა.

რაც შეეხება მსოფლიოს, დედამიწაზე უკვე დაგროვდა პანდემიის ჟამიანობისას გამართული არჩევნების გამოცდილება; მაგალითად, 2021 წლის მარტში ჩატარებული არჩევნები ისრაელში ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებული რიგით მე-4-ე არჩევნები იყო.  BBC-ის ინფორმაციით, რომელიც დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტის 2021 წლის ანგარიშს ეყრდნობა, ისრაელში მთელი რიგი ღონისძიებები ჩატარდა იმისთვის, რომ 2021 წლის არჩევნები უფრო უსაფრთხო ყოფილიყო, ვიდრე წინა წელს ჩატარებული არჩევნები. ამ ორი წლის განმავლობაში არასდროს არ გახილულა კორონავირუსის გამო არჩევნების გადადების საკითხი. 2020 წლის არჩევნებზე ისრაელში ძალიან დიდი იყო ინფიცირების დონე. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ერთხელ ახსენა თავისი გამოსვლის დროს, რომ თუ უფრო მეტად გაიზრებოდა ახალი შემთხვევების რაოდენობა, განიხილებოდა არჩევნების გადადება, მაგრამ მან მისი სიტყვა მეორე დღესვე უარყო. მან თქვა, რომ ეს იყო მხოლოდ მისი და არა მთავრობის სხვა წევრების მოსაზრება.

2021 წელს, ქვეყანამ 1 100 ხმის მისაცემი უბანი დაამატა, რათა ამომრჩევლისთვის უსაფრთხო გარემო შექმნილიყო. ასევე, ამომრჩევლებს არ ჰქონდათ უფლება ავტობუსით მისულიყვნენ საარჩევნო უბნებზე _ ისინი საკუთარი მანქანით ან ფეხით უნდა მისულიყვნენ. თუ ამომრჩეველი ნიღბის გარეშე დააპირებდა საარჩევნო უბანზე შესვლას, კომისიის წევრს შეეძლო, რომ არ შეეშვა შენობაში. კომისიის წევრები სპეციალური აღჭურვილობით იყვნენ ეკიპირებული.

სხვა ქვეყნების მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირბადეების დარიგება, საარჩევნო კაბინების რეგულარული დეზინფექცია, რიგში მყოფებს შორის უსაფრთხო დისტანციის უზრუნველყოფა და შესვლისა და გასვლისას ხელების სანიტარიზაციის უზრუნველყოფა მსოფლიო პანდემიის პირობებში ჩატარებული არჩევნების დროს უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა.

ავტორები: გიორგი გირკელიძე, ლისა კოროშინაძე

გიორგი კალანდარიშვილიგიორგი ღურჯუმელიძეთამაზ ტრაპაიძეთვითმმართველობის არჩევნებიკახა ასკურავა
გაზიარება5Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ტემპერატურა -18, -20 გრადუსამდე დაეცემა _ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

14:01; 16 იანვარი, 2026
საზოგადოება

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა

13:17; 16 იანვარი, 2026
საზოგადოება

მზექალა შანიძე 100 წლის გახდა

10:31; 16 იანვარი, 2026
საზოგადოება

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სლოვენია დაამარცხა

22:23; 15 იანვარი, 2026
საზოგადოება

ComCom-მა „ფორმულა მულტიმედია” პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღებისთვის გააფრთხილა

21:25; 15 იანვარი, 2026

მასწავლებლები და მოსწავლეები შეღავათიანი ინტერნეტპაკეტებით წელსაც ისარგებლებენ

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ყველა სიახლე

მსოფლიო

“უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

15:02; 16.01.2026
ზაფრანი

ცოცხლად დამარხვა რეკორდისთვის: 61 დღე კუბოში და ვინ არიან თანამედროვე “რეკორდსმენები”, მათ შორის ქართველი “იუთუბერია”

14:32; 16.01.2026
სამართალი

შსს: დაკავებულია ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი, რომელთა შორის 10 არასრულწლოვანია

14:19; 16.01.2026
მსოფლიო

მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

14:15; 16.01.2026
საზოგადოება

ტემპერატურა -18, -20 გრადუსამდე დაეცემა _ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

14:01; 16.01.2026
საზოგადოება

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა

13:17; 16.01.2026
სამართალი

“მკვლელ ა.გ-ს უწერია სამი საათი ვუსატკავეო”

12:29; 16.01.2026
ფინანსები

ოზურგეთის მერიასა და საკრებულოში ხელფასები იზრდება

11:59; 16.01.2026
პოლიტიკა

„მთვრალმა ღარიბაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ივანიშვილს, რომელიც ჩაუწერეს და მიუტანეს ბიძინას“ – შაიშმელაშვილი

11:26; 16.01.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

10:48; 16.01.2026
საზოგადოება

მზექალა შანიძე 100 წლის გახდა

10:31; 16.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ვერაფერს გამოაპარებთ                                                                                          

10:22; 16.01.2026
ზაფრანი

როგორ ზეგავლენას ახდენენ ქმრებზე ცოლები

10:19; 16.01.2026
ზაფრანი

რომელი ქვაა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის თილისმა

10:12; 16.01.2026
ზაფრანი

როგორ შეიქმნა ზოდიაქოს ნიშნები

10:09; 16.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო