“ევროპული საქართველოს“ წევრის, მაია ქოჩიშვილის ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის ხუთივე უბანზე საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
“ევროპული საქართველოს“ დამკვირვებლები უკვე არიან საარჩევნო უბანზე. ასევე, უბანზე გვაქვს ვიდეო კამერები და ფიქსირდება მთელი საარჩევნო პროცესი.“ – გვითხრა მაია ქოჩიშვილმა.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის ხუთ საარჩევნო უბანზე 5 809 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობისთვის 13 კანდიდატი იბრძვის.