საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც ამომრჩეველს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა და მედიისა და საერთაშორისო-სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ ე განაცხადა, საარჩევნო პროცესი მშვიდ, კონკურენტუნარიან და სამართლიან გარემოში მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც, ოზურგეთის მერის არჩევნებში მმართველი გუნდის კანდიდატი ლიდერობს.
„დღის განმავლობაში, საარჩევნო პროცესი მშვიდ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში მიმდინარეობს. განსაკუთრებულ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია და ყველა უბანზე ამომრჩეველს ჰქონდა საშუალება, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა. ბოლო ორი-სამი საათის მონაცემებით, მყარი უპირატესობა გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ამ უპირატესობას დღის ბოლომდე კიდევ უფრო გავზრდით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტირაჟირება მოხდა.
„მოვუწოდებ და ვთხოვ „ქართული ოცნების“ თითოეულ ამომრჩეველს, რომ მეორე ტურში, კიდევ ერთხელ, „ქართული ოცნებისა“ და მისი კანდიდატის მიმართ თავიანთი მხარდაჭერა დააფიქსირონ. საარჩევნო კამპანიის დროს, აშკარად ჩანდა, რომ სახელისუფლო კანდიდატის გუნდს ოზურგეთის განვითარების კონკრეტული პროგრამა ჰქონდა, მაშინ, როდესაც ჩვენი კონკურენტი, ჩვენთან დაკავშირებით საუბრობდა. მათი მხრიდან არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტურაჟირება მოხდა, თუმცა მედია თავისუფალია, ქვეყანაში არ ბნელა და საზოგადოებამ კარგად დაინახა, თუ რა არის სიმართლე და ვის შეუძლია რეალურად ოზურგეთის მომავალი განვითარება უზრუნველყოს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება შარაშენიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უბნების დარბევასთან დაკავშირებით, თალაკვაძე ამბობს, რომ მათ ამის შესახებ საქმის კურსში ჩააყენეს დამკვირვებლები, რადგან ოპონენტების მხრიდან გამოიკვეთა საარჩევნო თავისუფალი გარემოს და თანასწორიბის პრინციპების დარღვევა, მათ არ მიეცათ ამის შესაძლებლობა, რადგან შესაბამისმა სამახურებმა უზრუნველყვეს მოსალოდნელი ინციდენტების თავიდან აცილება.