საქართველოს პარლამენტმა პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის შთამომავალმა, 10 წლის ექვთიმე თაყაიშვილმა, „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი“გახსნეს.
მუზეუმის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქციების თავმჯდომარეები, პარლამენტის წევრები, საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისა და უზენაესი საბჭოების თავმჯდომარეები და ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავლები ესწრებოდნენ.