ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს, გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებმა მიუსამძიმრეს.
ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა, მეუღლე და შვილები წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის სახლში, სამძიმრის გამოსახატად იმყოფებოდნენ.
გიგა ოთხოზორია ე.წ. რუსმა მესაზღვრემ სოფელ ხურჩასთან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 2016 წლის 19 მაისს მოკლა. მისი მკვლელობა გამშვებ პუნქტთან დამონატაჟებულმა კამერამ დააფიქსირა.
მალევე მოხდა იმ პირის იდენტიფიცირება, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებად ნაწილში გადმოვიდა და ოთხოზორიას ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
რაშიდ კანჯი ოღლი ამ დრომდე პასუხისმგებაში მიცემული არ არის.