არქეოლოგებმა დაკარგული ბერძნული ქალაქი თენეა აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
არქეოლოგების თქმით, აღმოჩენილია საცხოვრებელი სახლების ნაშთები, სამკაულები, მონეტები და რამდენიმე სამარხი სამხრეთ პელოპონესის არეალში.
ნივთები თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნიდან რომაულ ერამდე.
არქეოლოგ ელენა კორკას თქმით, ქალაქი კორინთსა და არგოსს შორის ძირითად სავაჭრო მარშუტზე მდებარეობდა.
თენეას შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, მაგრამ ლეგენდის თანახმად, ქალაქი ტროელებმა დაარსეს, რომლებიც აგამემნონმა შეიპყრო ტროას ომში.
არქეოლოგების თქმით, ქალაქის შესახებ უფრო მეტი რამ ცნობილი უახლოეს წლებში, გათხრების შედეგად გახდება.