“გურია ნიუსი” აქტიურად აშუქებს გურიაში ინფრასტრუქტურის კუთხით მიმდინარე პროცესებს. კერძოდ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აკეთის თემში შემავალი სოფლების პრობლემების შესახებ.
გუშინ ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილს “აკეთის ცაზე ილონ მასკის სტარლინკი ფრინავს, ქვემოთ კი არც წყალი და არც გზა არ გვაქვს!” _ ბევრი კომენტარი მოჰყვა სოციალურ ქსელში.
“გუშინ ჭანჭათში, კერძოდ, ღვინალადან ავადმყოფი ტრაქტორით ჩამოიყვანეს გზამდე,შემდეგ სასწრაფოთი გადაიყვანეს საავადმყოფოში.
მანქანები ვერ ემსახურება მოსწავლეებს უგზოობის გამო.
ამაზე ყველა დუმს.
განათებაზეც დაიხარჯა თანხა, მაგრამ სანახევროდ მიტოვებულია.
არწყეინების პოლიტიკა მეფობს ჭანჭათში, რადგან ყველა დუმს”, _ წერს სოციალურ ქსელში ჭანჭათელი მასწავლებელი ბიძინა ვადაჭკორია.
“გურია ნიუსი” თემაზე მუშაობას განაგრძობს.