აშშ-ს საელჩოს მიერ Facebook-ზე გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მა საქართველოს დასახმარებლად დამატებით 600 000 დოლარი გამოყო.
„ამერიკის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებითი 600 000 დოლარი გამოყო. ეს თანხა COVID-19-ის საპასუხო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოხმარდება. COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად და ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფთა დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ USAID/Georgia-ის მეშვეობით მთლიანობაში $1.7 მილიონი დოლარი გამოყო“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.