The Guardian-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დაზვერვის სამსახურს უბრძანა გააძლიეროს ძალისხმევა კორონავირუსის წარმოშობის გამოსაძიებლად.
„ვთხოვ სადაზვერვო სისტემას შეაგროვონ და გაანალიზონ ინფორმაცია, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს საბოლოო დასკვნამდე ახლოს და 90 დღეში წარმომიდგინონ. ამ ძიების პროცესში მოვითხოვ საჭიროების შემთხვევაში ჩინეთისთვის კონკრეტული კითხვების დასმას“,_ განაცხადა ბაიდენმა.
როგორც ცნობილია, ახალი კორონავირუსი პირველად აღმოაჩინეს ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის ბოლოს და მას შემდეგ გავრცელდა მთელს მსოფლიოში, დაიღუპა თითქმის 3,5 მილიონი ადამიანი და დაინფიცირდა თითქმის 168 მილიონი.
ბევრი რამ უცნობი რჩება მისი წარმოშობის შესახებ.