,,ეს არის ხალხი, რომელიც იცავს იმას, რისიც სწამს _ ეს ამერიკელებსა და ქართველებს ერთნაირი აქვთ”, _ ასე მიმართა მაიკ პენსმა საქართველოს პრემიერს პირველი არაოფიციალური შეხვედრისას გაკეთებული განცხადების დროს.
პენსის თქმით, მას ტრამპმა მარტივი გზავნილი გამოატანა: ,,აშშ-ს პრეზიდენტმა მარტივი გზავნილი გამომატანა: ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, თქვენი თავისუფლების და ერთობლივი ღირებულებებისთვის….ის სულისკვეთება, დამოუკიდებლობის სულისკვეთება ქართველებსა და ამერიკელებს ერთნაირი აქვთ”, _ განაცხადა პენსმა.