ბოსტონის ქალაქ-თანამგზავრის, მიდლსბროს მცხოვრებლები დაეთანხმნენ ქალაქის პოლიციის შეფის წინადადებას, დააჯარიმოს თანამოქალაქენი უცენზურო გამოთქმების გამოყენებისათვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. წინადადებას, რომ უცენზურო გამოთქმებში მხილებულებმა ქალაქის ხაზინაში შეიტანონ 20 დოლარი, ქალაქის თავყრილობაზე ხმა მისცა 183-მა კაცმა, წინააღმდეგი იყო 50.
მერიაში არ მალავენ, რომ დადგენილება მიმართულია ძირითადად ახალგაზრდების წინააღმდეგ, რომლებიც ხშირად იყენებენ არანორმატიულ ლექსიკას. თანაც, ამას აკეთებენ ხაზგასმით გამომწვევად და ხმამაღლა, ადამიანთა შეკრების ადგილებში; არანორმატიული ლექსიკის გამოყენებისათვის, პრივატულ საუბრებში მოქალაქენი არ დაისჯებიან.
ქალაქის ხელისუფალთა გადაწყვეტილებას გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგენიც – მათ ეს დადგენილება მიაჩნიათ ბრძოლად მოქალაქეთა სიტყვისა და უფლებების თავისუფლების წინააღმდეგ. როგორც განაცხადა, ამერიკაში სამოქალაქო თავისუფლებების მასაჩუსეტსის განყოფილების დირექტორმა მეტიუ სიგალმა, უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხელისუფლებას არა აქვს უფლება აკრძალოს საჯარო გამოსვლები იმის საფუძველზე, რომ ისინი შეიცავენ არანორმატიულ ლექსიკას.