ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 5 წლის განმავლობაში C ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას FRANCE 24 ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ვირუსი, ინექციური ნარკოტიკების მოხმარებისა და სისხლის გადასხმის დროს ბინძური ნემსების გამოყენების შედეგად გადადის.
გარდა ამისა, ის ასევე სქესობრივი გზით გადაიცემა.
გავრცელებული ცნიობით, ქრონიკულმა ინფექციამ შეიძლება ღვიძლის ციროზი ან კიბო გამოიწვიოს.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, 2015 წელს C ჰეპატიტის შედეგად 20 000 ადამიანი დაიღუპა.
ცენტრის ინფორმაციითვე, ვირუსით უმეტესად 20-29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან დაინფიცირებულები.
ექსპერტების თქმით, ეპიდემიის ზრდა იმ ადამიანთა რიცხვის ზრდამ გამოიწვია, რომლებიც ჰეროინს ან ტკივილ გამაყუჩებლებს საერთო ნემსით იკეთებენ.