ამერიკაში ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ ასტრაზენეკას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დაადასტურა.
კვლევამ, რომელშიც მონაწილეობა 21 583-მა ადამიანმა მიიღო, ცხადყო, რომ ასტრაზენეკას ვაქცინა 79%-ით ეფექტურია სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ, ხოლო მძიმე ან კრიტიკული დაავადებისა და ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ 100%-ით ეფექტურია.
აღსანიშნავია, რომ 65 წელს ზემოთ პაციენტებში ვაქცინის ეფექტურობამ 80% შეადგინა.
Aსტრაძენეცა-ში აღნიშნავენ, რომ უახლოეს კვირებში კომპანია აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას ვაქცინის დამტკიცების მიზნით მიმართავს.
18 მარტს, ევროპის წამლის სააგენტომ ასტრაზენეკას ვაქცინას მწვანე შუქი აუნთო. ევროპის წამლის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ასტრაზენეკას ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.
„საუბარია უსაფრთხო და ეფექტურ ვაქცინაზე. ასტრაზენეკას ვაქცინის სარგებელი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მის შესაძლო რისკებს აღემატება“, _ განაცხადა ემერ ქუკმა.