რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიდგომა სირიასთან დაკავშირებით ფუნდამენტურად განსხვავდება,_აღნიშნული განცხადება The Vestnik Kavkaza-ს ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა გააკეთა.
დიპლომატის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ შეხვედრაზე სირიაში არსებული ვითარების შესახებ დეტალურად იმსჯელეს.
„ჩვენი ამერიკელი კოლეგები მხოლოდ სიტყვიერ ინტერესს გამოხატავენ საერთო თანამშრომლობის გაფართოებისა და სირიაზე საერთო ინტერესების სფეროებში“,_განაცხადა რიაბკოვმა.