პორტუგალიაში ტყის ხანძარს ებრძვიან. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევ მიზეზად ჰაერის მაღალი ტემპერატურა სახელდება.
ხანძარი გაჩნდა მაფრას რაიონში, რომელიც ლისაბონიდან დაახლოებით 40 კილომეტრით არის დაშორებული.
ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე გზა გადაკეტა და მოხუცთა სახლის ევაკუაცია მოახდინა. ბევრმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა სახლები შიშის გამო დატოვა.
მოხუცთა სახლის ოცდაათამდე სტუმარი ევაკუირებული იქნა პრევენციული მიზნებისთვის, განუცხადა სამოქალაქო დაცვის მეთაურმა რადიო Renascença-ს. ცეცხლის ჩაქრობას დაახლოებით 400 მეხანძრე და ხუთი თვითმფრინავი ცდილობს.
მოსახლეობა ცდილობდა ცეცხლის წინსვლის შენელებას წყლით, რადგან ხანძარი ახლომდებარე ტყეებში გაჩნდა.
სხვა დიდი ხანძრები ასევე მძვინვარებს ჩრდილოეთ და ცენტრალურ პორტუგალიაში, მობილიზებულია ათასზე მეტი მეხანძრე.