ბირმინგემის საფეხბურთო კლუბის ,,ასტონ ვილას“ 24 წლის კაპიტანმა ჯეკ გრილიშმა იზოლაციის წესები დაარღვია და გასვლის შემდეგ ავარიაში მოყვა. ამის შესახებ ინფომრაციას SUN ავრცელებს.
როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, ფეხბურთელი მთელი ღამე სასტუმროში მეგობრებთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა, ავტოსაგზაო შემთხვევა კი დილის 8 საათზე მოხდა.
კაპიტანის, ავტომობილი ,,რენჯ როვერი“, რომლის ღირებულება 89 ათას ევროს შეადგენს, დაპარკინგებულ სამ ავტომობილს დაეჯახა, ასევე დაეჯახა რკინის მოაჯირებს ქონების სააგენტოს წინ.
ფეხბურთელი ავტომობილის მფლობელებს, ზარალის სრულად ანაზღაურებას დაპირდა.
როგორც გამოცემა იუწყება, „ასტონ ვილას“ კაპიტანმა ჯეკ გრილშმა, რამდენიმე საათით ადრე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც გულშემატკივრებს მოუწოდებდა სახლში უსაფრთხოდ დარჩენილიყვნენ.