ფილიპინებს სუპერტაიფუნი დაატყდა თავს, ათასობით ადამიანი ევაკუირებულია.
როგორც BBC იუწყება, ათასობით ადამიანი ევაკუირებულია, რადგან ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში სუპერტაიფუნი, რომელსაც რეგიონული ხელისუფლება პოტენციურად „კატასტროფულად“ მიიჩნევს, ხმელეთს დაატყდა თავს.
ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, სუპერტაიფუნი „რაგასა“, რომლის ქარის ნაკადი 230 კმ/სთ-ია, ორშაბათს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე (08:00 GMT) ფილიპინების ჩრდილოეთ კაგაიანის პროვინციაში, პანუიტანის კუნძულს დაატყდა თავს. მოსალოდნელია, რომ ის დასავლეთის მიმართულებით, სამხრეთ ჩინეთისკენ დაიძვრება.
ფილიპინების მეტეოროლოგიური ბიუროს ცნობით, „რაგასა“ „სიცოცხლისთვის საშიში შტორმის მაღალი რისკის“ მატარებელია, რომლის პიკური სიმაღლე 3 მეტრს (10 ფუტს) გადააჭარბებს.































































