https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ათასზე მეტი ხელმოწერით მივმართეთ მერიას” _ პროტესტი ცემენტის დასაკუპაჟებელი ქარხნის მშენებლობას

13:53; 14.02.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

გასული წლის დეკემბერში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, ცემენტის საწარმოს აშენების თაობაზე, ლიხაურში მცხოვრებთა მცირე ჯგუფის შეხვედრა შედგა გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებთან და შპს “ბეთლემი 2008” მფლობელებთან.

მაშინ “გურია ნიუსი” წერდა, რომ თემა სკოპინგის ანგარიშის მოსმენა იყო. მაშინ საკითხის ირგვლივ, ისაუბრეს დეპარტამენტის წარმომადგენლებმა _ ანა ჩართოლანმა და ნინო კუდაშვილმა, შპს “მწვანე მრჩევლის” წარმომადგენლებმა _ გიორგი თევზაძემ და ლევან ოზბეთელაშვილმა.

დარბაზში სულ რამდენიმე ლიხაურელი იყო, რომლებმაც საკმაოდ მწვავე კითხვები დასვეს, რაზეც შპს “ბეთლემი 2008”-ის დირექტორმა გიორგი გორგოშიძემ და ილია კეჭაყმაძემ გასცეს პასუხი. თუმცა, კითხვის ავტორების უკმაყოფილება აშკარა იყო:

_ რა სკოპინგი? ექვთიმეს სოფელს შეეშვით. ლიხაური ექვთიმე თაყაიშვილის სოფელია. აქ ეკლესიაც გვაქვს, აჭისწყალიც, ექვთიმეს მუზეუმიც და ლუკმასაც ვჭამთ. არ გვშია და არ გვწყურია. თავი დაგვანებეთ. წაიღეთ ეს საწარმო და სადმე სხვაგან, მოსახლეობისგან დაშორებულ ადგილზე ააშენეთ. აქ ხუთასიოდე მეტრიც არ არის დაშორება დასახლებულ პუნქტთან, _ ბრაზობდნენ ადგილობრივები.

ამ ამბებიდან ორი თვეც არ არის გასული და სოფელ ლიხაურში შპს “ბეთლემი 2008”-ის მიერ ცემენტის საწარმოს მშენებლობის თემა მოსახლეობაში კვლავ აქტუალურია. ე. წ. მიმდებარე კვაჭალათის უბნის მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი არ დაუშვებენ სოფელში ეკოლოგიურად საშიში ცემენტის ქარხნის აშენებას. მკითხველებს შევახსენებთ, რომ კომუნისტურ ეპოქაში, ამ ადგილზე იყო წვენების ქარხანა და სწორედ ეს ადგილი გამოიყენება ახლა ცემენტის ქარხნის ასაშენებლად.

მოსახლეობის უარყოფითი განწყობის მთავარი მიზეზი, როგორც ვთქვით, სოფელ ლიხაურში, ადმინისტრაციულ შენობაში 2024 წლის 2 დეკემბერს გამართული სკოპინგის ანგარიშის განხილვაა, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ლიხაურელი დაესწრო და მოსახლეობამ, ფაქტობრივად, არაფერი იცოდა.

მაშინ გარემოსდაცვითი დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განხილვაზე განაცხადეს, რომ სკოპინგის ანგარიშის შესახებ შესაბამისი განცხადება იდო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე, ასევე, სოფელ ლიხაურის მოსახლეობამ წინა დღით, მობილური კავშირის საშუალებით მიიღეს შეტყობინება ამ განხილვის შესახებ, რაც მათი აზრით, საკმარისი ღონისძიება იყო მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის.

თუმცა, შემდგომ პერიოდში, როგორც მაშინ, მოსახლეობის მიერ, მშენებლობის საწინააღმდეგოდ გააქტიურება საკმაოდ შეუქცევადი პროცესი გახდა.

აქვე კიდევ ერთხელ გავიხსენებთ, რომ სკოპინგის ანგარიშის განხილვაზე, რომელსაც მაშინ “გურია ნიუსი” ესწრებოდა, ვერც პროექტის ავტორებმა, ვერც “მწვანე მრჩევლებმა” წარმოადგინეს დასაბუთებული არგუმენტები ეკოლოგიური საფრთხეების პრევენციული ზომების შესახებ.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, “გურია ნიუსს” არაერთხელ აცნობეს ლიხაურელებმა, რომ არ დაუშვებდნენ იქ ცემენტის საწარმოს გახსნას:

_ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდით. როგორც კი გავიგეთ, რომ 2024 წლის ბოლოს ასე ვიწრო წრეში მოხდა ცემენტის ქარხნის ამოქმედების საკითხი, სასწრაფოდ შევიკრიბეთ. ფეხზე დადგნენ ახალგაზრდები, სამ დღეში შეაგროვეს ათასორასი მცხოვრების ხელმოწერა და პეტიციით მივმართეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. მოვითხოვთ, საკრებულოს სხდომამ, ლიხაურელთა თანდასწრებით განიხილოს ეს საკითხი. არ გვჯერა, რომ ეს ქარხანა მხოლოდ ცემენტის დასაფასოებელი ფუნქციით იარსებებს. როგორც გავარკვიეთ, დაიდგმება დანადგარები. თუ ცემენტის მხოლოდ დაფასოებაა საჭირო, რად უნდათ ამდენი დანადგარი? მოსახლეობასთან, ნაცვლად, მინიმუმ, ათასი მეტრის დაშორებისა, ხუთასი მეტრის სიახლოვესაა, რაც ეკოლოგიურად უზარმაზარი საფრთხეა. წავიდნენ და ააშენონ სხვაგან. არ დავუშვებთ აქ ქარხნის მშენებლობას. ნახეს გამოთხრილი ბუნკერი და იქ სურთ, ჩადგან, წვენების ქარხნის საძირკველზე. სხვაგან აშენებას მეტი დრო და სახსრები უნდა. აქ კი ადვილად მოძებნეს გამოსავალი, რათა თავიანთი საქმე გააკეთონ, _ თქვა “გურია ნიუსთან” ლიხაურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, დოდო დონაძემ.

აღსანიშნავია, რომ წელს, იანვარში, “ბეთლემი 2008”-მა აზერბაიჯანიდან ცემენტის საწარმოსთვის საჭირო დანადგარები შემოიტანა.

შპს “ბეთლემი 2008” დირექტორი გელა კობალაძე ამბობს, რომ გზშ-ს განხილვა-დასრულებამდე არანაირ მშენებლობას არ აპირებდნენ.

მიმდინარე წლის 15 იანვარს, სსიპ “გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ” გამოსცა ბრძანება “ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში, შპს “ბეთლემი 2008″-ის ცემენტის საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციაზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ.”

აღნიშნული ბრძანების შესაბამისად “ბეთლემი 2008” ვალდებულია, გზშ-ის ანგარიშის მომზადება უზრუნველყოს #76 დასკვნის შესაბამისად.

ამასობაში კი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, როგორც დოდო დონაძემ გვითხრა, საწარმოს აგების წინააღმდეგ ხელმოწერები შეაგროვა და პეტიციით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართა.

_ რამდენიმე დღის წინ, ლიხაურის მოსახლეობამ საწარმოს ტერიტორიაზე შესვლა მოითხოვა, რადგან შეამჩნიეს, რომ შპს “ბეთლემი 2008”-ის საპროექტო არეალში მუშაობდა ამწე-ტრანსპორტი.

_ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და გარემოს დაცვითი ორგანიზაცია “ეკო”, ადგილზე მისვლის შემდეგ, გურიის გარემოს დაცვის სამსახურს დაუკავშირდნენ, თუმცა არავინ არ მოვიდა. შემდეგ დაუკავშირდნენ აჭარა-გურიის ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს. ისინი მალე გამოცხადნენ ადგილზე. ავუხსენით მათ, რომ პროექტი არის სკოპინგის ეტაპზე. მალე მოვიდა გელა კობალაძეც. გარემოს დამცველებმა შემოწმება-ინსპექტირება მოახდინეს. ადგილზე ნახეს, რომ მიტანილი იყო ცემენტის საწარმოსთვის საჭირო დანადგარები, იქვე ამოღებული და დასაწყობებულია ბალასტი თუ ხრეში. გარემოს დამცველებმა განაცხადეს, რომ ეს არ შეიძლება. თან აშკარა იყო, ხრეში ამ ადგილიდან კი არ იყო ამოღებული, არამედ გარედან იყო შემოტანილი. მათ გადაიღეს ფოტოები, შეადგინეს ოქმი და დაგვპირდნენ, რომ ათ დღეში პასუხს გამოაგზავნიან, _ ამბობს დოდო დონაძე და განმარტავს, რომ რაც მთავარია, მოსახლეობამ აჭარა-გურიის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან დააფიქსირა საკუთარი აზრი _ არ დაუშვებენ ლიხაურში ცემენტის ქარხნის ამოქმედებას.

ჩვენ ვესაუბრეთ” შპს “ბეთლემი 2008”-ის დირექტორს, გელა კობალაძეს:

_სოფელ ლიხაურში, კომპანიის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დაგეგმილია ცემენტის საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაცია.

ქვეყნის მასშტაბით და ჩვენს რეგიონშიც ბოლო წლებში ფიქსირდება ინფრასტრუქტურის განვითარების მაღალი ტემპი, რის შედეგადაც საგრძნობლად გაზრდილია მოთხოვნა სამშენებლო მასალებზე, მათ შორის მაღალი ხარისხის ცემენტზე. შესაბამისად შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. საწარმოს ძირითადი ინფრასტრუქტურა, მათ შორის ნედლეულის სასაწყობო სივრცეები, ასევე საპროექტო წისქვილები განთავსდება გადახურულ შენობაში. წისქვილის დანადგარები აღიჭურვება სახელოებიანი ფილტრებით, რომლის ეფექტურობა პროექტის მიხედვით 99,96 პროცენტია.

პროექტით საწარმო თვეში 15 დღით იმუშავებს. დღიურად 1200 ტონა მზა პროდუქციას გამოუშვებს. ეს არის 960 ტონა კლინკერის (80 %), 180 ტონა ღორღის (15%) და 60 ტონა თაბაშირის (5%) ნაზავი. აქ მთავარი, რაც მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ის არის, რომ აქ მოხდება მხოლოდ დასახელებული ნედლეულის შეკუპაჟება და ადგილზე დაფასოება. აქ არ იქნება არავითარი გამონაბოლქვი. არ იქნება არც მაზუთი, არც გაზი, მხოლოდ ელექტროენერგიას გამოვიყენებთ. იმუშავებს 2 ამრევი “ბარაბანი”. კლინკერს და თაბაშირს, სავარაუდოდ, თურქეთიდან შემოვიტანთ. მონიტორინგის ჯგუფი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება და გზშ-ს განხილვაზე მათ ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი, _ ამბობს გელა კობალაძე.

_ რა ფილტრებს დააყენებენ? იმ ფილტრებს ყოველ კვირაში გაწმენდა უნდა. ვინ შეძლებს ამას? გარდა ამისა, როგორც ლიხაურელებმა არაერთხელ თქვეს, რაც უნდა მაღალი კლასის ტექნიკა შემოიტანონ, არ დაუშვებენ აქ ამ საწარმოს აშენებას! არის 250 ჰა ტერიტორია ჩოლოქთან თავისუფალი და იქ ააშენონ, _ ამბობს თანასოფლელთა სახელით დოდო დონაძე, რომელიც ხელმოწერების ინიციატივით თავად ჩაუდგა სათავეში ამ პროტესტს.

_ პირველი შეხვედრის დროს ყველა გავაფრთხილე. ახლა, ამ შეხვედრაზე მე არ ვიმყოფებოდი, ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვიცი, ის რომ, მოსახლეობამ ხელმოწერები შეაგროვა. ამას ვამბობ გაგონილის დონეზე. ისე კი ვიცი, რომ მოსახლეობასთან შეხვედრას “ბეთლემი 2008” წარმომადგენლები აქტიურად აპირებენ, _ გვითხრა ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ ლიხაურში, ნანა წითლიძემ.

პირველ შეხვედრაზე, გასული წლის ბოლოს, ქალბატონმა ნანამ ასეთი განცხადება გააკეთა: ” აქ ისე არავინ უნდა გაიგოს, რომ მე, რაკი ხელისუფლების წარმომადგენელი ვარ სოფელში, წინასწარ ვინმე ვნახე ან რაიმე დავუმალე ხალხს. ამ ადამიანებს პირველად ვხედავ. არ მოვიდა ბევრი. შეხვედრა კიდევ იქნება და უფრო მეტ ლიხაურელს ნახავთ აქ. უსამართლო შენიშვნას ვერ მივიღებ”.

ამ ჯერად იმის თქმა შეგვიძლია, რომ ოზურგეთის საკრებულო მალე განიხილავს ლიხაურელთა პეტიციას, რაც ძალზე აქტუალური იქნება და ჩვენც ოპერატიულად მივაწვდით ინფორმაციას ჩვენს მკითხველებს.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

გელა კობალაძელიხაური
გაზიარება8Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

სახლი იწვის- რა ვითარებაა ადგილზე

15:00; 17 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“უბედურება დამემართა, დავიღუპე…” – გრიშა ონიანი

13:30; 17 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა” – რას ამბობს ნინო ქადაგიძე-ჟვანია პროკურატურის განცხადებაზე

13:20; 17 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ნიკო კვარაცხელიას დედა ბუსა ჟვანიას დედას მიმართავს

12:30; 17 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რას ითხოვენ სოფელ მშვიდობაურის მცხოვრებლები

11:43; 17 თებერვალი, 2026

"მეტროს ვაგონი ჩაეხსნა"- ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს" წევრობის, მხარდაჭერის და მიმართვის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა

ყველა სიახლე

სამართალი

კონფლიქტი გია ბარამიძესთან, თავდასხმა გოგი თოფაძის შვილიშვილზე და ახალი ბრალდება: შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზება – რა არის ცნობილი ბუსა ჟვანიაზე?

16:44; 17.02.2026
საზოგადოება

სახლი იწვის- რა ვითარებაა ადგილზე

15:00; 17.02.2026
პოლიტიკა

“სპორტის უნივერსიტეტი გააუქმეს. სპორტული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს”- მიხეილ ყაველაშვილი

14:31; 17.02.2026
პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან

14:17; 17.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკი ახალ YouTube პროექტ “ფორმაში”-ს იწყებს

14:03; 17.02.2026
საზოგადოება

“უბედურება დამემართა, დავიღუპე…” – გრიშა ონიანი

13:30; 17.02.2026
საზოგადოება

“გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა” – რას ამბობს ნინო ქადაგიძე-ჟვანია პროკურატურის განცხადებაზე

13:20; 17.02.2026
სპორტი

ჩოხატაურელი გიორგი მეფარიშვილი საქართველოს ოცწლამდელთა ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა

12:48; 17.02.2026
საზოგადოება

ნიკო კვარაცხელიას დედა ბუსა ჟვანიას დედას მიმართავს

12:30; 17.02.2026
საზოგადოება

რას ითხოვენ სოფელ მშვიდობაურის მცხოვრებლები

11:43; 17.02.2026
საზოგადოება

ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!!” _ ნიკო კვარაცხელიას დედა

11:35; 17.02.2026
სამართალი

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზების საქმეზე, ზურაბ ჟვანიას შვილზე ძებნა გამოცხადდა

11:26; 17.02.2026
სამართალი

კადრები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის მასალებიდან – რა ახალ გარემოებაზე საუბრობს პროკურატურა

11:22; 17.02.2026
საზოგადოება

სტუდენტთა ჩარიცხვა გამონაკლისის სახით – რა ცლილებებზე საუბრობს მინისტრი

11:07; 17.02.2026
საზოგადოება

2026-2027 სასწავლო წელს, პირველკლასელთა რეგისტრაციებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა

10:39; 17.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო