გურიის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი სახოკია და მისი მოადგილე ქეთი მოისწრაფეშვილი კორონავირუსის საწიინაღმდეგო ვაქცინით აიცრნენ.
ქეთი მოისწრაფეშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ სინოფარმა გაიკეთეს.
“აცრა უსაფრთხოა და კარგია. კოვიდი ცუდია #Sinopharm“ – წერს ქეთი მოისწრაფეშვილი ფეისბუქზე.
ჩინური ვაქცინით აცრა საქართველოში გუშინ დაიწყო. როგორც ცნობილია სინოფრამით აცრა გურიის სამივე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.