iflsince-ს ინფორმაციით, ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ანტიდეპრესანტები შეიძლება ეფექტური იყოს ფსიქიკური მდგომარეობის სამკურნალოდ ან შესამსუბუქებლად, უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ მედიკამენტებმა შეიძლება მნიშვნელოვანი სარგებელი არ მოუტანოს პაციენტების უფრო ფართო კეთილდღეობას გრძელვადიან პერსპექტივაში.
ამ დასკვნების მისაღწევად, საუდის არაბეთის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეისწავლეს მონაცემები აშშ-ში 2005 წლიდან 2015 წლამდე.
მონაცემების მიხედვით, დეპრესიის დიაგნოზით დაავადებულთა 57 პროცენტზე მეტმა ჩაიტარა მკურნალობა მედიკამენტებით, ძირითადად მეორე თაობის ანტიდეპრესანტებით, როგორიცაა სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები (SSRIs) და სეროტონინისა და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SNRIs). ჯგუფმა შეისწავლა, თუ როგორ წარიმართა პაციენტების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხი ორი წლის შემდეგ.
მათ დაასკვნეს, რომ ცხოვრების ხარისხის ცვლილება, რომელიც შეინიშნებოდა მათ შორის, ვინც იღებდა ანტიდეპრესანტებს ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა დეპრესიული ადამიანებისგან, რომლებიც არ იღებდნენ წამლებს.
კიდევ ერთი შეშფოთება არის ის, რომ ანტიდეპრესანტები ზედმეტად ინიშნება მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში. 2005 წელს, ანტიდეპრესანტები გახდა ყველაზე ფართოდ გამოწერილი მედიკამენტები პირველადი ჯანდაცვისა და შიდა ჰოსპიტალური ამბულატორიულ კლინიკებში აშშ-ში, გამოყენების სიხშირე გაორმაგდა 1996-დან 2005 წლამდე პერიოდში.
„საჭიროა გრძელვადიანი კვლევები, რომლებიც აფასებენ ფარმაკოლოგიური და არაფარმაკოლოგიური ჩარევების რეალურ გავლენას ამ პაციენტების ცხოვრების ხარისხზე. როგორც ითქვა, კოგნიტური და ქცევითი ინტერვენციების როლი დეპრესიის გრძელვადიან მენეჯმენტზე საჭიროებს შემდგომ შეფასებას მათი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად“,_ წერია დასკვნაში.