რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთში სოფელ ზემო შუხუთის ტერიტორიაზე, სადაც ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოძრავი მძიმეწონიანი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან ღელეში გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
თვითმხილველთა თქმით, გზის სავალი ნაწილიდან მანქანის გადავარდნის მიზეზი საბურავების დაზიანება გახდა.
როგორც ირკვევა მანქანა ავტობანის მშენებლობაზე მომუშავე ერთ-ერთი კომპანიას ეკუთვნოდა და იგი ინერტული მასალით იყო დატვირთული.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მაშველები, ამ წუთებში ცეცხლმოკიდებული მანქანიდან შიგნით მყოფი ადამიანების გამოყვანა ცდილობენ.
როგორც ჩვენი კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.