ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, ფეხით მოსიარულე დედა-შვილს მანქანა დაეჯახა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დედა შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. შვილი კი, 20 წლის ახალგაზრდა გადაყვანილი იყო “მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში.
“20 წლის ახალგაზრდას გაეწია ამბულატორიული დახმარება და გაეწერა ბინაზე. მას აღენიშნებოდა დაჟეჟილობა“, _ გვითხრა “მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, დავით მდინარაძემ.
შსს პრესსამსახურში მომხდარი ფაქტი დაგვიდასტურეს და გვითხრეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა, დაახლოებით, ნახევარი საათის წინ მოხდა. მომხადართან დაკავშირებით აღიძრა საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსართხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ჩანიშნულია შესაბამისი ექსერტიზა.
“გურია ნიუსი“ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და მწუხარებას გამოხატავს მომხდართან დაკავშირებით.