პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 44 წლამდე საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს მოქალაქესთან ერთად იმყოფებოდა 40 წლამდე კაცი, რომლის ვინაობა, ჯერჯერობით, უცნობია.
პოლონური პოლიცია ვარაუდობს, რომ ავტომობილი დიდი სისწრაფით გადაადგილდებოდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
შემთხვევა კვირა საღამოს ვისკოკში მოხდა.