ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ემზარ ჯანაშვილი გარდაიცვალა.
გარდაცვალების მიზეზი ავტომობილის დაჯახების შედეგად სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები გახდა.
ჯანაშვილს ავტომობილი რამდენიმე დღის წინ თბილისში დაეჯახა და ქირურგიის ცენტრში მკურნალობდნენ, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ემზარ ჯანაშვილი, დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრი, სოფელ არბოშიკის მაჟორიტარი დეპუტატი, 2021 წლის ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნების დროს გახდა.
გარდაცვლილი დეპუტატი, საკრებულოში, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო.