ავღანეთი „თალიბანის“ დაკავებულ მეთაურებს დაჯგუფების მიერ მძევლად აყვანილი უცხოელების სანაცვლოდ გაათავისუფლებს. ამის შესახებ BBჩ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ასე ქვეყნის მთავრობას „თალიბანთან“ მოლაპარაკებების დაწყებას ცდილობს. „თალიბანთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის გზის გაკაფვის მიზნით, მთავრობამ „თალიბანის“ დაკავებული მებრძოლების უნივერსიტეტის პროფესორების სანაცვლოდ გათავისუფლება გადაწყვიტა“, – განაცხადა ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ.
ამერიკელი კევინ კინგი და ავსტრალიელი ტიმოთი ვიქსი ქაბულში, ავღანეთის ამერიკულ უნივერსიტეტის ლექტორები იყვნენ, როცა 2016 წელს ისინი „თალიბანის“ მებრძოლებმა გაიტაცეს. 2017 წელს დაჯგუფებამ მათი მონაწილეობით ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც პროფესორები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მათ გათავისუფლების სანაცვლოდ „თალიბანთან“ მოლაპარაკებების დაწყებას სთხოვდნენ.
„თალიბანი“ და ვაშინგტონი შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ დონალდ ტრამპმა მოლაპარაკებები მას შემდეგ გააუქმა, რაც „თალიბანის“ მიერ მოწყობილ ტერაქტს ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ავღანეთის მთავრობა „თალიბანსა“ და აშშ-ის შორის მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა.
სექტემბრის დასაწყისში დაჯგუფება „თალიბანსა“ და აშშ-ს შორის ავღანეთში სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშალა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნებისმიერი მშვიდობიანი მოლაპარაკება „თალიბანთან“ მკვდარია. „თალიბანში“ კი დაიმუქრნენ, რომ აშშ მოლაპარაკებების შეწყვეტას ინანებს.
წყარო: იმედინიუსი