ავტომობილის რეგისტრაციის და სანომრე ნიშნის ასაღები ღირებულება იზრდება.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, გათვალისწინებულია შემდეგი მომსახურების საფასურების გაზრდა:
სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − საფასურად 35 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 100 ლარით;
ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა − საფასურად 35 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 80 ლარი;
ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა − საფასურად 35 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 80 ლარი.
მიღების შემდეგ კანონი 2023 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.