BBC-ის ინფორმაციით, მკვლევარები ამბობენ, რომ ავსტრალიაში გავრცელებული ღამურის _ მფრინავი მელას ერთი მესამედი ძლიერი სიცხის შედეგად, ერთ დღეში დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 26-27 ნოემბრის საღამოს მოხდა, როდესაც ტემპერატურამ 42 გრადუსს გადააჭარბა.
ექსპერტების თქმით, მფრინავი მელა, ღამურების სხვა სახეობებთან შედარებით, სითბოს მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა.