ცოტა ხნის წინ, კურტინის უნივერსიტეტის მკვლევრებმა მოიპოვეს მტკიცებულება, რომელიც დასავლეთი ავსტრალიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში დედამიწის ქერქის უძველესი ნაწილის არსებობაზე მეტყველებს. იგი დაახლოებით ოთხი მილიარდი წლით თარიღდება.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ადამიანის თმაზე პატარა ლაზერები სანაპიროს ქვიშიდან მოპოვებულ მინერალში მიკროსკოპულ ნაწილაკებს დაუმიზნეს. მათი ხელმძღვანელის, მაქსიმილიან დროელნერის, თქმით, ლაზერები, კერძოდ, ცირკონის ცალკეულ მარცვალთა ნაწილების ასაორთქლებლად გამოიყენეს. ასე, მათი წარმოშობის ადგილთან ერთად, რეგიონის გეოლოგიურ ისტორიაზეც მოიპოვეს ინფორმაცია.
“არსებობს დამამტკიცებელი საბუთები იმისა, რომ დედამიწის ქერქის ოთხი მილიარდი წლით დათარიღებულ ნაწილს, რომელიც დაახლოებით ირლანდიის ზომისაა, უკანასკნელი რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში დასავლეთი ავსტრალიის გეოლოგიურ ევოლუციაზე აქვს გავლენა. იგი ამ დროში აქ ჩამოყალიბებული ქვების მთავარი ინგრედიენტია”, _ აღნიშნავს დროელნერი.
მისი თქმით, ქერქის ნაწილი ავსტრალიაში, ინდოეთსა და ანტარქტიდაში არაერთ მთის წარმომქმნელ მოვლენას გადაურჩა და, როგორც ჩანს, დასავლეთი ავსტრალიის სამხრეთ-დასავლეთი მხარის ქვეშ ათობით კილომეტრის ქვეშ ისევ არსებობს.
მათ მიგნებებს თუ არსებულ მონაცემებს შევადარებთ, სავარაუდოდ, მსოფლიოს არაერთ რეგიონში ადრეული ქერქი დაახლოებით ერთ დროს ფორმირდებოდა. ეს ოთხი მილიარდი წლის წინ დედამიწის ევოლუციაში მნიშვნელოვან ცვლილებაზე მიუთითებს – მაშინ, როცა მეტეორიტების ცვენა შესუსტდა, ქერქი სტაბილური გახდა და პლანეტაზე თანდათან სიცოცხლე გაჩნდა.
ავტორი