ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავისკენ მიმავალ გზაზე. მსუბუქი ავტომანქანა გზის ნაპირზე არსებულ კედელს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ჩოხატაურელი ახალგაზრდა, 28 წლის გ.ც.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, მძიმედაა დაშავებული ავტომანქანის მძღოლი.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
“გურია ნიუსი” მწუხარებით თანაუგრძნობს დაღუპული ახალგაზრდის ოჯახს.